რიგ შემთხვევაში ცილის სინთეზს ახორციელებს ერთ ცალად წარმოდგენილი გენი – სოლიტერი გენი. მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ჰაპლოიდურ გენომში 25-50 პროცენტი ცილის მასინთეზირებელი გენებისა არის ერთ ცალად. კარგად არის შესწავლილი წიწილას ლიზოციმის სოლიტერი გენი. ლიზოციმის ტრანსკრიფციის ერთეულს წარმოადგენს ერთი გენი.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.