მრავალუჯრედიან ორგანიზმში მამრობითი სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) განვითარება სპერმატოგონიებიდან, საიდანაც პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებიდან მეიოზის პროცესში წარმოიქმნება ოთხი ჰაპლოიდური სპერმატიდა. ამათგან ბირთვის შემდგომი დაყოფის გარეშე წარმოიქმნება 4-სპერმატოზოიდი. თუ სპერმატოგენეზის პროცესში წარმოიშობა აბორტული, ატიპიური სპერმატოზოიდები, მაშინ ამბობენ ატიპიურ სპერმატოგენეზზე. ხშირად ასეთ შემთხვევაში ქრომოსომები ელიმინირდებიან. სპერმატოგენეზს, რომელთათვისაც არ არის დამახასიათებელი ქიაზმების წარმოშობა, უწოდებენ აქაზმატურს. ზოგიერთი ორფრთიანებისათვის ეს ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.