ორგანული შენაერთების დიდი ჯგუფია, რომელიც წარმოიქმნა მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში. სხვა ლიპიდების მსგავსად სტეროიდები სინთეზირდება აცეტატისაგან და ხასიათდება ერთი და იმავე სტრუქტურით. სტეროიდებს მიეკუთვნება სტერინები, ნაღვლის მჟავები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები, D ჯგუფის ვიტამინები და სხვ. მაგრამ მათგან ყველაზე გავრცელებულია ქოლესტერინი. სტეროიდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში და საჭირო არიან მეტაბოლიზმის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებისათვის.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.