გენური სტერილობა განპირობებულია სტერილობის გენის მოქმედებით; რეცესიული სტერილობის გენის მოქმედებას უწოდებენ პირდაპირს. სტერილობის გენის მოქმედება, რომელიც განპირობებულია ფიზიოლოგიური დარღვევით, რომელიც ვლინდება ნაწილობრივი ან სრული სტერილობით უწოდებენ არაპირდაპირ სტერილობას.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.