z

სა სე სი სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სხ
სქე

სქესის განსაზღვრის xy ტიპი

სქესის ქრომოსომული განსაზღვრის მექანიზმი, სადაც ორივე სქესს სომატურ უჯრედში აქვთ ორ-ორი სასქესო ქრომოსომა, მაგრამ ერთ-ერთი არის ჰომოგამეტური (xx), ხოლო მეორე ჰეტეროგამეტური – xy. ჰომოგამეტური სქესი მეიოზის პროცესში, წარმოქმნის მხოლოდ ერთი ტიპის გამეტას; ჰეტეროგამეტური სქესი კი ორი ტიპის გამეტას (x და y) თანაბარი რაოდენობით. თუ ჰომოგამეტური სქესი მდედრია და კვერცხუჯრედი განაყოფიერდება x-იანი სპერმატოზოიდით, წარმოიქმნება xx ზიგოტა და მდედრი განვითარდება, ხოლო თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება y-იანი სპერმატოზოიდით, ზიგოტას xy ქრომოსომები ექნება და მამრი განვითარდება.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9