გენები, რომლებიც სქესის გენოტიპურ განსაზღვრას წარმართავს ბისექსუალური პოტენციით (Hartmann, 1923) ან რეაქციის ნორმის ალტერნატიულად (Goldshmidt, 1929) იმგვარად, რომ რეალიზდება მხოლოდ ერთი სასქესო პოტენცია (მდედრობითი ან მამრობითი). მათ მიაკუთვნებენ დამამუხრუჭებელ ფაქტორებს და სადღეისოდ აღნიშნავენ F და M სიმბოლოებით. თუ ჰაპლოიდურ ინდივიდებს აქვთ მხოლოდ ერთი F ან ერთი M რეალიზატორი, მაშინ შესაბამისად ვითარდებიან ან მამრობითობი ან მდედრობითობის მიმართულებით.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.