სქესის განსაზღვრა ზიგოტის წარმოქმნის მომენტში, ე.ი. სინგამიის მომენტში. შთამომავლობის სქესი დამოკიდებულია ჰეტეროგამეტური სქესის სასქესო ქრომოსომაზე – ზიგოტაში. თუ ზიგოტაში არის y ქრომოსომა, ასეთი ზიგოტიდან ვითარდება მამრი, თუ ზიგოტაში არის 2x-იანი ქრომოსომა, ასეთი ზიგოტიდან განვითარდება მდედრი. არსებობს სქესის განსაზღვრის ეუსინგამიური ტიპი, რომელიც ახასიათებს ფუტკრებს. განაყოფიერებული მსხვილი კვერცხიდან ვითარდებიან მდედრები, ხოლო საშუალო ზომის განაყოფიერებული კვერცხიდან მუშა ფუტკრები, ხოლო განაყოფიერებული პატარა კვერცხიდან – მამრები.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.