Gk. teras, teratos – სიმახინჯე, oma – სიმსივნე შერეული სიმსივნე, რომელიც შედგება მთელი რიგი ქსოვილებისაგან (შემაერთებელი, ეპითელური, ნერვული და სხვ) და წარმოადგენს ემბრიონალური განვითარების პროდუქტს. ჩვეულებრივ, ტერატომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. სიმსივნე ვითარდება ბავშვებში და ახალგაზრდებში. ლოკალიზაცია: სათესლე, საკვერცხე, ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი და სხვა.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.