უჯრედების ჯგუფი, რომელიც მცენარეებში წარმოიშობა მეიოზის შედეგად სპორის დედისეულ უჯრედში. ყვავილოვან მცენარეებში მამრობითი ხაზის ტეტრადები შედგება 4 მიკროსპორისაგან, რომლებიც მოგვიანებით ერთმანეთს სცილდებიან და მტვრის მარცვლებად გადაიქცევიან. ცხოველებში ტერმინ ტეტრადას იყენებენ ბივალენტების აღნიშვნისათვის, რომლებიც ოთხი ქრომატიდისაგან შედგება.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.