უჯრედი ან ორგანიზმი, რომელიც შეიცავს ქრომოსომათა ოთხმაგ რაოდენობას და ორჯერ აღემატება ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებს. თუ ტეტრაპლოიდის გენოტიპში გაორმაგებულია ერთი და იმავე სახეობის ქრომოსომების დიპლოიდური ნაკრები ასეთ ორგანიზმებს ავტოპოლიპლოიდი ეწოდება (4n=AAAA). თუ ტეტრაპლოიდი წარმოიქმნა სხვა და სხვა სახეობის გენომების გაერთიანებისა და გაორმაგების შედეგად, ალოტეტრაპლოიდი ან ამფიდიპლოიდი ე.წ., (4n=AABB).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.