რნმ-დან დნმ-ზე ინფორმაციის გადატანა, შებრუნებული ტრანსკრიფცია აღმოჩენილია ზოგიერთ ონკოგენური ვირუსების რეპროდუქციის შესწავლის დროს. შებრუნებული ტრანსკრიფციის დროს ანსხვავებენ ორ ეტაპს: 1) ვირუსული რნმ-ს ძაფზე მისი კომპლემენტარული დნმ-ს ძაფის სინთეზი და ამგვარად შუალედური ჰიბრიდული მოლეკულის წარმოშობა; 2) დნმ-ს ჰიბრიდული მოლეკულის ძაფზე დნმ-ს მეორე ძაფის სინთეზი, რის შედეგადაც ხორციელდება ორჯაჭვიანი დნმ-ს მოლეკულის სინთეზი. მასში სრულად არის გადაწერილი საწყისი ვირუსული რნმ-ს გენეტიკური ინფორმაცია. შებრუნებული ტრანსკრიფცია ხორციელდება ფერმენტ უკუტრანსკრიფტაზის რნმ დამოკიდებული დნმ პოლიმერაზას (რევერტაზა) მეშვეობით. ამასთან რნმ დამოკიდებულ ფერმენტს აქვს როგორც რნმ დამოკიდებული, ისე დნმ დამოკიდებული დნმ პოლიმერაზას აქტიურობა და მოქმედებს უკუტრანსკრიფციის ორივე ეტაპზე.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.