გენეტიკური ინფორმაციის გადათარგმნა ირნმ-დან სპეციფიკური ცილების სტრუქტურებში. ტრანსლაციის პროცესში ირნმზე, როგორც მატრიცაზე ჩაწერილი გენეტიკური კოდის თანმიმდევრობის შესაბამისად გროვდება ამინმჟავები პოლიპეპტიდურ ჯაჭვში. ამინმჟავების განლაგება განაპირობებს სინთეზირებული ცილის სტრუქტურას. ამინმჟავები ცილის სინთეზის ადგილას მიიტანება სატრანსპორტო რნმ-ს მეშვეობით.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.