მოვლენა, როდესაც ხდება ერთი ქრომოსომიდან მეორეზე ან იმავე ქრომოსომის სხვა უბანზე ქრომოსომის მონაკვეთის (გენების ბლოკის) გადატანა. ტრანსლოკაციის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ გადატანილი გენები შედიან ახალ შეჭიდულ ჯგუფში, რაც განაპირობებს არსებული სისტემის შეცვლას. ცნობილია ტრანსლოკაციის სხვადასხვა ტიპი: რეციპროკული ტრანსლოკაცია, როდესაც ორი არაჰომოლოგიური ქრომოსომა ერთმანეთს უცვლის მონაკვეთებს;
არარეციპროკული, როდესაც ხდება ერთი ქრომოსომის მონაკვეთის გადატანა მეორეზე;
ცენტრული შეერთების ტრანსლოკაციები, როდესაც ორი ქრომოსომა ერთდება ცენტრომერებით (ცენტრომერაში მომხდარი გაწყვეტის გამო).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.