კოდონი. მემკვიდრული ინფორმაციის ერთეული, რომელიც შედგება დნმ-ის მოლეკულაში თანმიმდევრობით განლაგებული სამი დეზოქსირიბონუკლეოტიდისაგან, რომელიც აკოდირებს ერთ ამინმჟავას. მაგ. ააგ აკოდირებს ლიზინს. სამი ნუკლეოტიდის მონაკვეთს, რომელიც განაპირობებს მკაცრად განსაზღვრული ამინმჟავების ჩართვას ცილის მოლეკულაში, ეწოდება კოდონი.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.