(ჰეკელი 1892) – დაუწყვილებელი (არაკონიუგირებული) ქრომოსომებია პირველი მეიოზური გაყოფის სტადიაზე, თითოეული უნივალენტი შედგება ორი ქრომატიდისაგან, ამიტომ მათ დიადებს უწოდებენ. პირველი მეიოზური გაყოფის დროს უნივალენტები სხვადასხვანაირად იქცევა: 1) პირველ ანაფაზაში შემთხვევით ნაწილდება პოლუსებისაკენ; 2) მექანიკურად შეუძლია ხელი შეუშალოს ანაფაზური ქრომოსომების სრულ გათიშვას; 3) შეუძლია მიკრობირთვის წარმოქმნა; 4) პირველი ანაფაზის დასასრულს ცენტრომერის გაყოფის შემდეგ შეუძლია გადაინაცვლოს შვილეული ქრომოსომების სახით პოლუსებისაკენ. აღნიშნულ სამ შემთხვევაში, როდესაც პირველი მეოიზური გაყოფისას ცენტრომერა არ განიცდის გაყოფას, უნივალენტები იქცევა ნორმალურად. მეორე მეიოზური გაყოფის შემთხვევაში რაც გამოიხატება იმაში, რომ ადგილი აქვს ცენტრომერების გაყოფას და ქრომატიდები მიემართება საწინააღმდეგო პოლიუსებისაკენ.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.