სიცოცხლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული. უჯრედი არსებითად წარმოადგენს ქიმიური ნივთიერების თვითწარმომქმნელს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ქიმიური ნივთიერების აუცილებელი კონცენტრაცია. უჯრედი ელემენტარული ბიოლოგიური სისტემაა, რომელიც თავის არსებობას გაყოფით ინარჩუნებს. დღეისათვის ჩამოყალიბდა მეცნიერება უჯრედის ბიოლოგიის შესახებ, რომელიც იყენებს მეტად მრავალფეროვან მეთოდებს იმისათვის, რომ შეისწავლოს ორგანიზმის სიცოცხლე უჯრედის დონეზე.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.