გარკვეული გენოტიპის მქონე ინდივიდში ისეთი ნიშნის განვითარება, რომელიც დამახასიათებელია განსხვავებული გენოტიპის მქონე ინდივიდისათვის. ფენოკოპია წარმოადგენს მოდიფიკაციას, ე.ი. არამემკვიდრეობითი ხასიათისაა. ისინი წარმოიქმნება გარემო პირობების ექსტრემალურ და მუტაგენური მოქმედებისას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ფენოკოპიებს უწოდებენ მორფოზებს.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.