ქრომოსომის ცენტრული და აცენტრული უბნები, რომლებიც წარმოიქმნებიან ქრომოსომების დაწყვეტის შედეგად. აცენტრული ფრაგმენტები შეიძლება სრულიად მოსცილდეს ქრომოსომას (თავისუფალი ფრაგმენტი) ან დარჩეს წვრილი ძაფით (ფიქსირებული ფრაგმენტი). ფიქსირებული ფრაგმენტი ანაფაზაში მიემართება ერთ-ერთი პოლუსისაკენ, თავისუფალი უბანი რჩება ეკვატორზე და ელიმინირდება.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.