მოვლენა, როდესაც ერთი და იმავე მუტანტური ნიშნის გამოვლინება განპირობებულია ერთი და იგივე გენის განსხვავებული უბნის მუტაციებით (ფსევდოალელები). ფსევდოალელიზმის დროს ფსევდოალელებს შორის შესაძლებელია კროსინგოვერი, რომელიც მუტანტური ჰომოზიგოტური ინდივიდებისა და ველური ფენოტიპის მქონე ინდივიდების შეჯვარებით მიღებულ შთამომავლობაში ვლინდება. ფსევდოალელიზმი იწვევს აგრეთვე განსხვავებების წარმოშობას ჰეტეროზიგოტების ფენოტიპში ფსევდოალელების ცის და ტრანს მდგომარეობის დროს (ველური და მუტანტური ფენოტიპები).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.