z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ
ფსე ფსო

ფსევდოგამია

ცრუ განაყოფიერება, რომელიც იწვევს გაუნაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ჩანასახის აპომიქსისური განვითარების სტიმულაციას. ფსევდოგამიის დროს სამტრვრე მილი შეიჭრება ჩანასახის პარკში და შეაქვს სპერმიები, ერთ-ერთი სპერმია შედის კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში, მაგრამ არ უკავშირდება კვერცხუჯრედის ბირთვს და თანდათან დეგენერირდება, მეორე სპერმია ერწყმის ჩანასახის პარკის ცენტრალური უჯრედის ბირთვს და დასაბამს აძლევს ჰიბრიდულ ენდოსპერმს. ფსევდოგამიად ითვლება აგრეთვე ის შემთხვევა, როდესაც მტვრის მარცვალი მხოლოდ ხვდება დინგს, მაგრამ არ ღივდება, ან ღივდება, მაგრამ სამტვრე მილი ვერ აღწევს ჩანასახის პარკს.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9