ცრუჰიბრიდი, რომელიც მიიღება სახეთაშორისი ჰიბრიდიზაციის დროს ამფიბიებში და აქვს სრული ან თითქმის სრული მსგავსება დედა ორგანიზმთან. უცხო სახეობის სპერმია გამეტების შერწყმისთანავე ელიმინირდება ან განვითარების სხვა და სხვა სტადიაზე მოგვიანებით იჩენს ნორმიდან გადახრებს. გაყოფის დროს სპერმიის ცენტრიოლი ნორმალურად ფუნქციონირებს და ტიპიურ მიტოზურ თითისტარას წარმოქმნის.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.