ქიაზმების მსგავსი ფიგურები, რომლებიც წარმოიქმნებიან ქრომოსომების დაცილების დროს მიტოზის ანაფაზაში, იმის გამო, რომ შვილეული ქრომატიდები დაკავშირებული რჩება ერთ წერტილში. ორივე ქრომატიდის ცენტრომერის დაცილებისას ქრომოსომების სეგმენტები, რომლებიც ფსევდოქიაზმის პროქსიმალურად მდებარეობს, წვრილ ძაფებად იჭიმება იმ დროს, როდესაც დისტალურად მდებარე სეგმენტი წარმოქმნის ჯვრისმაგვარ ფიგურას, რომელიც ძლიერ გვაგონებს მეიოზურ ბივალენტს არატერმინალური ქიაზმით.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.