გაორმაგებული ქრომოსომის ორი შვილეული ძაფი, რომლებიც ცენტრომერებით არიან დაკავშირებული.ქრომატიდის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ნუკლეოპროტეინის ძაფი – ქრომონემა. ისინი შედგებიან მიკროფიბრილებისაგან, რომლებიც ჩანს ელექტრომიკროსკოპში. მიტოზის ანაფაზაში შვილეული ქრომატიდები ერთმანეთისაგან დაცილების შემდეგ გადაიქცევიან დამოუკიდებელ შვილეულ ქრომოსომებად.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.