z

ქი ქლ ქო ქრ ქს
ქრო

ქრომატინი

ინტერფაზულ ბირთვში მოთავსებული ბადისებრი ნივთიერებაა, რომელიც იღებება სპეციფიკური საღებავებით. ქრომატინი შედგება დნმსა და ჰისტონებისაგან, უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს ცილებსა და რნმ-ს. ანსხვავებენ ორი სახის ქრომატინს: ჰეტეროქრომატინსა და ეუქრომატინს. ჰეტეროქრომატინი ინტენსიურად იღებება საღებავებით, ძირითადად ლოკალიზებულია ცენტრომერასთან ახლოს. ჰეტეროქრომატინი გენეტიკურად პასიურია. ეუქრომატინი კი გენეტიკურად აქტიურია.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9