z

ქი ქლ ქო ქრ ქს
ქრო

ქრომონემა

ქრომოსომის ნუკლეოპროტეიდული ძაფი, წარმოადგენს ქრომატიდის სიგრძივ სტრუქტურულ ერთეულს. ქრომონემა წარმოადგენს მიკროფიბრილების კონას, რომელზეც ქრომომერები განლაგებულია გარკვეული რიგით. მიტოზისათვის ქრომოსომების მზადების პროცესში ქრომონემა განიცდის სპირალიზაციას, მაქსიმუმს აღწევს მეტაფაზაში. ტელოფაზაში შეიმჩნევა ქრომოსომების დესპირალიზაცია. ქრომონემების მრავალჯერადი რეპლიკაცია, რომელიც მიტოზით არ მთავრდება (ენდომიტოზი) იწვევს გიგანტური პოლიტენური ქრომოსომის წარმოშობას, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული ქრომონემისაგან.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9