სახეობის ქრომოსომის ნაკრებში დამატებითი ქრომოსომა. ისინი ჩვეულებრივ პატარებია და განსხვავდებიან ძირითადი ქრომოსომებისაგან (A ქრომოსომისაგან). დამატებითი ქრომოსომების რაოდენობა იცვლება როგორც ერთი და იმავე მცენარის სხვადასხვა ქსოვილების უჯრედებში, ისე სხვადასხვა მცენარეებში.B ქრომოსომა პირველად აღწერილ იქნა ა.ლონგლის მიერ სიმინდში. როგორც წესი B ქრომოსომები შედგება ჰეტეროქრომატინისაგან. დადგენილია, რომ B ქრომოსომა ან მავნე ზემოქმედებას ახდენს, ან მათი მოქმედება ნეიტრალურია.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.