ქრომოსომები, რომლებიც ჩვეულებრივი ქრომოსომებისაგან (აუტოსომებისაგან) განსხვავდება სტრუქტურითა და ფუნქციით და განსაზღვრავს სქესის განვითრებას, სასქესო ქრომოსომები ეწოდებათ. xy ტიპის მიხედვით სქესის განსაზღვრის დროს სასქესო ქრომოსომებიდან ერთს ეწოდება x ქრომოსომა, მეორეს y ქრომოსომა, ხოლო წყვილადობის დროს, იქმნება xx. Y ქრომოსომა პატარაა და გენეტიკური თვალსაზრისით უფრო ინერტულია, ვიდრე x ქრომოსომა, რომელსაც სხვა გენებთან ერთად აქვს სქესის რეალიზატორული გენებიც.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.