z

ქი ქლ ქო ქრ ქს
ქრო

ქრომოსომების ფორმა (ტიპები) –

  1. მეტაფაზური ქრომოსომების მორფოლოგიური თავისებურება უმთავრესად დამოკიდებულია ქრომოსომის პირველადი სარტყლის – ცენტრომერის ადგილმდებარეობაზე, ასევე მეორად სარტყელზე და თანამგზავრზე. ანსხვავებენ შემდეგი ტიპის ქრომოსომებს. მეტაცენტრული – ცენტრომერა მდებარეობს ქრომოსომის ცენტრში და ყოფს მას ორ თანაბარ მხარად;
  2. სუბმეტაცენტრული – ცენტრომერა ოდნავ დაცილებულია ქრომოსომის ცენტრიდან და ქრომოსომას ყოფს ორ არათანაბარ მხარად;
  3. აკროცენტრული – ცენტრომერა მდებარეობს ქრომოსომის ერთ-ერთ მხრის ბოლოსთან ახლოს, ქრომოსომას აქვს ერთი გრძელი და ერთი მოკლე მხარი. მოკლე მხრის გარჩევა მეტაფაზაში ძნელია;
  4. თანამგზავრიანი ქრომოსომა – ქრომოსომას აქვს მეორადი სარტყელი და დისტალურად მდებარე თანამგზავრი.
    Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9