თეორია, რომლის თანახმადაც ქრომოსომა მასში ლოკალიზებული გენებით წარმოადგენს მემკვიდრულობის მატერიალურ მატარებელს. ეს თეორია შექმნა და ექსპერიმენტალურად დაასაბუთა თ. მორგანმა თანამშრომლებთან ერთად.გენები ლოკალიზებულია ქრომოსომაში;
გენები ქრომოსომაში ხაზობრივად არიან განლაგებულნი;
ქრომოსომაში არსებული გენები ქმნიან გენთა შეჭიდულ ჯგუფს.
ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის ადგილი აქვს უბნების გაცვლას (კროსინგოვერს).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.