z

ქი ქლ ქო ქრ ქს
ქრო

ქრომოსომული მუტაციები

შიდაქრომოსომული (დელეცია, დუბლიკაცია, ინვერსია) და ქრომოსომათაშორისი (ტრანსლოკაცია, ტრანსპოზიცია და სტრუქტურული დარღვევები (დელეცია, დეფიშენსი), როდესაც ქრომოსომებში იკარგება მემკვიდრეობითი ინფორმაციის მქონე დიდი ან მცირე მონაკვეთები, ქრომოსომების მედიალურ ან ტელომერული ნაწილისაგან. ქრომოსომაში ნაწილის ამოვარდნა ხდება უბნებს შორის გაწყვეტის შემდეგ. თუ გაწყვეტა ხდება ქრომოსომის ერთ-ერთ მხარში და ცენტრომერის უქონლობის გამო მოწყვეტილი ბოლო უჯრედის ბირთვის პირველივე დაყოფისას იკარგება, ქრომოსომა მოკლდება. ასეთ ქრომოსომულ დანაკარგებს ტერმინალური დელეცია ანუ დეფოშენსი ეწოდება. ქრომოსომის შიგნით, ერთ ბოლოში ორი ერთდროული გაწყვეტისას შესაძლებელია უცენტრომერო ქრომოსომის დიდი ნაწილი ამოვარდეს, შეერთდეს ბოლოებით და წარმოქმნას ე.წ. დეზორიენტირებული რგოლი, რომელიც დროთა განმავლობაში იკარგება. დარჩენილი ქრომოსომების ცენტრომერიანი და უცენტრომერო ნაწილები ერთდებიან და წარმოშობენ უცენტრომერო ქრომოსომას. ასეთ ქრომოსომულ ნაწილთა ამოვარდნას ინტერსტიციალური დელეცია ეწოდება.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9