z

ქი ქლ ქო ქრ ქს
ქრო

ქრომოსომული ნაკრები

მოცემული ორგანიზმის უჯრედებისათვის დამახასიათებელია ქრომოსომათა ნაკრები. არჩევენ ქრომოსომული ნაკრების ორ ტიპს: ჰაპლოიდური ნაკრები (n) მომწიფებული სასქესო უჯრედში ან დიპლოიდური ნაკრები (2n) სომატურ უჯრედებში. განაყოფიერების დროს ერთიანდება ქრომოსომათა ორი ჰაპლოიდური ნაკრები და წარმოიქმნება ზიგოტა ქრომოსომთა დიპლოიდური კომპლექტით და ყველა სომატურ უჯრედს აქვს ქრომოსომთა დიპლოიდური ნაკრები. მეიოზის დროს ხდება ქრომოსომთა რიცხვის 2-ჯერ შემცირება და ჰაპლოიდური გამეტების წარმოქმნა. თუ ქრომოსომების რიცხვის ცვალებადობა ძირითადი (n) რაოდენობის მიმართ არაჯერადია, ასეთ ქრომოსომულ კომპლექსს ეწოდება ჰეტეროპლოიდური. მაგ. ორგანიზმს, რომელსაც ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებში ერთი რომელიმე ქრომოსომა აკლია, ეწოდება მონოსომიკი (2n-1), ხოლო ორგანიზმს, რომელსაც ზედმეტი ქრომოსომა აქვს დიპლოიდურ ნაკრებში, ტრისომიკი (2n+1).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9