ქრომოსომის გრაფიკული გამოსახვა, რომელზეც ნაჩვენებია მოცემულ ქრომოსომაში დადგენილი გენთა შორის მანძილი კროსინგოვერის სიხშირის მიხედვით. ქრომოსომის ერთი ბოლო მიიღება ნულოვანად და აქედან აითვლება მოცემულ შეჭიდულ ჯგუფში ყველა გენებს შორის მანძილი მორგანიდებში. ამასთან, ქრომოსომულ რუკაზე მითითებულია ცენტრომერის უბანი. ქრომოსომული რუკა აიგება ყოველი წყვილის ჰომოლოგიური ქრომოსომისათვის. ერთი ქრომოსომის გენეტიკურ რუკა წარმოადგენს ერთ შეჭიდულ ჯგუფს. მაშასადამე, ყოველი სახეობისათვის შეიძლება შევადგინოთ იმდენი ქრომოსომული რუკა, რამდენი ქრომოსომაც აქვს მას ჰიპლოიდურ ნაკრებში. თითოეული ქრომოსომული რუკა ინომრება შესაბამისი ქრომოსომის ნომრით.
ქრომოსომული რუკა, რომელიც აგებულია კროსინგოვერის გენეტიკური აღრიცხვის საფუძველზე ეწოდება გენეტიკური რუკა, სადაც გენების ლოკალიზაცია განსაზღვრულია.