შეჯვარება ორი მშობლიური ფორმისა, როდესაც სხვადასხვა ნიშნის მქონე ინდივიდების შეჯვარების დროს – ერთ შემთხვევაში დედად აირჩევა დომინანტი ნიშნის მქონე ინდივიდი და მამად რეცესივი ნიშნის მქონე ინდივიდი (ამ პირველ შემთხვევას პირდაპირი შეჯვარება ეწოდება (♀AA x ♂aa), ხოლო იმავე ინდივიდებიდან ახალ დედად აირჩევა რეცესიული ნიშნის მქონე და მამად დომინანტ ნიშნის მქონე (♀aa x ♂AA) მას შებრუნებული შეჯვარება ეწოდება. სქესის შეცვლა შეჯვარებაში – უდიდესი უმრავლესობის სახეობებში შედეგის შეცვლას არ იწვევს. ეს იმით აიხსნება, რომ როგორც პირდაპირი, ისე შებრუნებული შეჯვარების დროს ბირთვული მასალა, რომელიც აკონტროლებს ნიშნების განვითარებას გამეტაში თანაბარი რაოდენობით არის შემოტანილი, მაგრამ შედეგი იცვლება მაშინ, როცა შესასწავლი ნიშნის გენი სასქესო ქრომოსომაშია ლოკალიზებული x ქრომოსომაში ან y ქრომოსომაში. ეს მოვლენა, როცა სქესის შეცლა შეჯვარებაში იწვევს შედეგის შეცვლას პირველად აღმოაჩინა მორგანმა, როცა ჯერ მდედრი წითელთვალა შეუჯვარა თეთრვალა მამრს (პირდაპირი შეჯვარება), ხოლო შემდეგ თეთრთვალა მდედრი შეუჯვარა წითელთვალა მამრს (შებრუნებული რეციპროკული შეჯვარება).