შორეული (სახეთაშორისი, იშვიათად გვართაშორისი შეჯვარება), როდესაც მშობლიურ ფორმებს არა აქვთ ერთნაირი რაოდენობის ქრომოსომები ან განსხვავება დაკავშირებულია ციტოპლაზმასთან ან ორივესთან ერთად. თუ შესაჯვარებელ სახეობებს არსებითი განსხვავება აქვთ ციტოპლაზმაში, მაშინ შეჯვარების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სახეობა არის აღებული დედამცენარედ. მაგ.: ხორბლისა და ჭვავის შეჯვარების დროს ჰიბრიდული თესლი შედარებით ადვილად ვითარდება, მაშინ როდესაც შებრუნებული შეჯვარების დროს – თესლის განვითარება შეუძლებელია, რაც აძნელებს ჰიბრიდული თესლის წარმოქმნას. F1 თაობის ჰიბრიდებში შესაჯვარებელი სახეობების გენომების შეუსაბამობის გამო მეიოზში ირღვევა ბივალენტების წარმოქმნა, რომელიც იწვევს ნაწილობრივ ან სრულ სტერილობას.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.