z

ცე ცი
ცელ ცენ

ცენტრომერა

  1. ქრომოსომის მექანიკური ცენტრი, რომელზედაც მიმაგრებულია თითისტარას ძაფები მიტოზისა და მეიოზის მეტა-ანაფაზაში. ქრომოსომაში მდებარეობის მიხედვით არჩევენ მედიანურს, სუბმედიანურს და ტერმინალურ ცენტრომებს.1) მედიანური ცენტრომერა მდებარეობს ქრომოსომის ცენტრში და ქრომოსომას ყოფს ორ ტოლ მხარად 1:1 შეფარდებით (მას შეესაბამება მეტაცენტრული ქრომოსომა);
  2. სუბმეტაცენტრული ცენტრომერა ქრომოსომის ცენტრიდან ოდნავაა დაცილებული და მხრებით ქრომოსომას ჰყოფს ორ არათანაბარ მხრიან ქრომოსომად (სუბმეტაცენტრული).
  3. სუბტერმინალური ცენტრომერა, როცა ცენტრომერა ქრომოსომის ცენტრიდან საკმაოდაა დაცილებული და ქრომოსომას ჰყოფს მკვეთრად არათანაბარმხრიან ქრომოსომად 1:3 (აკროცენტრული ქრომოსომა);
  4. ტერმინალური ცენტრომერა, როცა ცენტრომერა ლოკალიზაბულია ქრომოსომის ერთ-ერთ ბოლოზე, (ტელოცენტრული ქრომოსომა). ჩვეულებრივ ქრომოსომას აქვს ერთი ცენტრომერა და მას მონოცენტრულ ქრომოსომას უწოდებენ. იშვიათად გვხვდება ორცენტრომერიანი ქრომოსომა და მას დიცენტრული ქრომოსომა ეწოდება. ზოგს შეიძლება (იშვიათია) ჰქონდეს რამდენიმე ცენტრომერა ასეთ ქრომოსომას პოლიცენტრული ქრომოსომა ეწოდება.
    Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9