ზოგიერთი უმარტივესი, მწერებისა და უმაღლესი მცენარის ქრომოსომის ცენტრომერა ხასიათდება მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური დიფერენციაციის უქონლობით. დიფუზური ცენტრომერის ქრომოსომას არა აქვს სარტყელი (ჭიმი). მოძრაობის უნარი აქვს ასეთი ქრომოსომის ნებისმიერ მონაკვეთს, რაც შესაბამის პირობებში იწვევს აგმატოფსევდოპოლიპლოიდიას.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.