ჰორმონი ანუ ინკრეტი – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ სინთეზირებული ნივთიერებებია, ზოგიერთი ჰორმონი სტრუქტურის მიხედვით მიეკუთვნება პროტეინებს, მაგ. ტვინის დანამატის – ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, ზოგი ოქტაპეპტიდია ჰიპოფაზის უკანა წილის ჰორმონი. ჰორმონების მესამე ჯგუფი სტეროიდული ხასიათისაა – თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები. ჰორმონები პირდაპირ გადადის სისხლში, ლიმფაში და გამოიტანება ჯირკვლიდან.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.