ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ნუკლეოტიდია და შეიცავს აზოტოვან მჟავას (ადენინს), პენტოზას (რიბოზა), და ფოსფორმჟავას 3 მოლეკულას, რომელიც ძალიან არამდგრადი სტრუქტურაა. თავისთავად ფერმენტის მოქმედებით ატფ-ში წყდება კავშირი ფოსფორსა და ჟანგბადს შორის და განთავისუფლებულ ბმებს უერთდება წყლის ერთი ან ორი მოლეკულა. თუ წყდება ფოსფორმჟავას ერთი მოლეკულა, მაშინ ატფ გარდაიქმნება ადფ-ად (ადენოზინდიფოსფორმჟავა). ხოლო თუ მოწყდება 2 მოლეკულა, მაშინ ატფ გარდაიქმნება ამფ-ად (ადენოზინმონოფოსფორმჟავა). ატფ-გან ერთი გრამ-მოლეკულა ფოსფორმჟავას მოწყვეტისას თავისუფლდება დიდი რაოდენობით ენერგია (10000კალ). ატფ გამოყენებულია უჯრედის სუნთქვის პროცესში, კუნთების შეკუმშვისას და უჯრედის გაყოფის დროს. ატფ შედის მცენარის და ცხოველის ყველა უჯრედის შედგენილობაში. ატფ რაოდენობა მერყეობს 0,02%-0,5% შორის. ყველაზე დიდი რაოდენობით ატფ-ს ჩონჩხის კუნთები შეიცავენ – 0,2-0,5%.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.