z

ბა ბე ბი ბლ ბრ ბუ
ბივ ბიო ბირ

ბირთვი

აღმოჩენილია ბროუნის მიერ 1831 წ. ბირთვი უჯრედის აუცილებელი ორგანოიდია (გარდა სისხლში არსებული მომწიფებული ერითროციტებისა, რომლებსაც ბირთვი არა აქვთ). ბირთვი სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ ციტოპლაზმაში. იგი არის უჯრედის აქტიური ცენტრი. მასში არის სტრუქტურული ელემენტები – ქრომოსომები, ბირთვაკები, ბირთვის წვენი – კარიოპლაზმა. ბირთვი ციტოპლაზმიდან გამოყოფილია ბირთვის გარსით. ბირთვი დენოვო არ წარმოიქმნება, იგი იყოფა (მიტოზი). ბირთვის ძირითადი ნივთიერება – ქრომატინია, რომელიც დნმ-სა და ცილის კომპლექსური ნაერთია.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9