Gk. ა – უარყოფა, ბიოს – სიცოცხლე, trophe – კვება ორგანოს ან ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობის დაქვეითება. აბიოტროფიის ფონზე უმნიშვნელო ზემოქმედებასაც შეუძლია გამოიწვიოს ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები. აბიოტროფია განიხილება, როგორც თანდაყოლილი დეფექტი – კონსტიტუციური ანომალია. აბრიკოსოვის სიმსივნე – კუნთოვანი სიმსივნის განსაკუთრებული სახე, რომელიც აღწერილი იყო პათანატომიის აკადემიკოს აბრიკოსოვის მიერ 1925 წ. ამ სიმსივნის უჯრედული ელემენტები მნიშვნელოვნად ემსგავსება მიობლასტებს.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.