გენის მოქმედების შეცვლა ქრომოსომაში მისი მდებარეობის შეცვლით, რომელიც გამოწვეულია ქრომოსომების გარდაქმნის (ინვერსია, დუბლიკაცია, ტრანსლოკაცია) გამო. გენის მოქმედება დამოკიდებულია მათ გვერდით განლაგებულ (ლოკალიზებულ) გენებზე. გენების ამ კომპლექსს, (წოდებული გენების ბუდედ) ხშირად მიიჩნევენ ერთ გენად, რამდენადაც ამ გენებს შორის კროსინგოვერი იშვიათად ხდება. თუ გენების ბუდის შიგნით მოხდა დაწყვეტა ტრანსლოკაციით ან ინვერსიით, მოცემული გე ნის მოქმედება სხვა გენებთან ერთობლიობისას იცვლება.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.