მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ყველა უჯრედი შეიცავს გენების იდენტურ ნაკრებს, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა გენები ფუნქციონირებენ, რის მეშვეობითაც ხორციელდება დიფერენციაცია. გენების აქტივობის რეგულაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა დონეზე: 1) რეპლიკაციის, 2) ტრანსკრიპციის და 3) ტრანსლაციის დონეებზე. რეგულაცია რეპლიკაციის დონეზე ხორციელდება გენების ასლების გადიდების ან შემცირების ხარჯზე.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.