კეთილთვისებიანი შერეული შენების სიმსივნეა, შედგება სადა კუნთოვანი ბოჭკოებისა და ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით ამოფენილი ჯირკვლოვანი სანათურებისაგან. პირველად აღწერილი იყო 1887 წ. ხიარის მიერ (chiari). გვხვდება საშვილოსნოში, საკვერცხეებში და სხვაგან.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.