სინონიმი ბრინჯაოს დაავადება; თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა. დაავადება პირველად აღწერა ედისონმა 1855 წ. გამოწვეულია ორივე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფიულ – დესტრუქციული ცვლილებებით, რაც განპირობებულია ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით (კიბო – სარკომა), ათაშანგით და სხვა.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.