პირველი მეიოზური გაყოფის პროფაზის მესამე სტადია. ზიგონემა იწყება წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომების კონიუგაციით. კონიუგაცია ხასიათდება განსაკუთრებული სიზუსტითა და სპეციფიკურობით: ჰომოლოგიური ქრომოსომიდან ერთ-ერთის თითოეული წერტილი უთავსდება მეორე ქრომოსომის შესაბამის წერტილს, თითოეული ქრომომერა კი შესაბამის ქრომომერას.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.