Gk. acros – კიდური, megas – დიდი აკრომეგალია პირველად აღწერა ფრანგმა ნევროპათოლოგმა პიერ მარიმ 1886 წ. დამახასიათებელია ძვლებისა და რბილი ქსოვილების პათოლოგიური ცვლილებები: ვითარდება თავის ქალას, ქვედა ყბის, კიდურების გადაჭარბებული არაპროპორციული ზრდა, გამოწვეულია ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედების ჰიპერსეკრეციით ზრდასრულ ასაკში.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.