დენვერის კლასიფიკაცია ითვალისწინებს ქრომოსომების ზომას, ფორმას, ცენტრომერის ადგილმდებარეობას, მეორადი ჭიმის არსებობას და ქრომოსომის თანამგზავრს. პარიზის კონფერენციის მიხედვით (1971). კლასიფიკაცია ეფუძნება დიფერენციული შეღებვის მეთოდებს. ქრომოსომათა დიფერენციული შეღებვისას გამოიყო (დ. კომინსკი) 3 ტიპის ქრომატინი: 1) ცენტრომერული (სტრუქტურული ჰეტეროქრომატინი; 2) შუამდებარე (სტრუქტურული ჰეტეროქრომატინი); 3) ქრომატინი (ევქრომატინი).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.