აბ აგ ად აე ათ აკ ალ ამ არ ას ატ აფ აღ ახ
არბ არე არი არმ არტ არხ

არბოშიკი // ცარსკოე სელო

სოფელი მდ. უზუნდარასხევის სათავესთან. ადრე სოფელი ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი: არბოშიკი და კოტაანი. სოფლის სახელთან დაკავშირებით ორი ლეგენდაა:

1) ერეკლე მეფეს გედიქის ქედზე ჯარი ჰყოლია დაბანაკებული. ერთ–ერთი ჯარისკაცისთვის ერეკლეს უკითხავს – რა სოფელიაო? მან უპასუხა: არ ვიცი, მაგრამ ერბოში კი ცურავენო (ე.ი. მდიდრები არიანო). ამის მიხედვით ხალხს (ერბოში-კი) არბოშიკი უწოდებია;

2) ამ სოფელში ბევრი მეურმე იყო. რუსულად ურემი არის Арба, მეურმე Аробщик. აქედანაა არბოშიკი. ცარსკოე სელოს სოფლელები ეძახდნენ შინაურულად, რადგან ხშირად ამ სოფელში გაზრდილები ხდებოდნენ გამგებლები, რაიკომის მდივნები.

სოფ. არბოშიკის ეკლესიები: დამბადებელი, წმინდაკვირიკე, ლვთისმშობლის ნიში, ხომლელის ეკლესია. ამ სოფელშივეა ბოსტაანთციხე. არბოშიკი ექვემდებარება საქ. საპატრიარქოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.

აქ სახლობენ გვარები: ალადაშვილი, ალავერდაშვილი, ალუღიშვილი, ასანიშვილი, აღამონაშვილი, ბაგაშვილი, ბალარჯიშვილი, ბარამაშვილი, ბარბაქაძე, ბასელაშვილი, ბატიაშვილი, ბაღაშვილი, ბაჩანაძე, ბაცაცაშვილი, ბეგიაშვილი, ბენაშვილი, ბიჭაშვილი, ბოსტაშვილი, ბულაშვილი, გეგენიშვილი, გიებაშვილი, გოგაშვილი, გოგიშვილი, გოგოლაშვილი, დათუკიშვილი, დოინჯაშვილი, ელაშვილი, ელიოზაშვილი, ზუბადალაშვილი, ზუბიაშვილი, ზურიკაშვილი, თარაშვილი, თევზაძე, თეთეოსიანი, იაკობაშვილი, კაკალაშვილი, კვანჭილაშვილი, კიკოლაშვილი, კირვალიძე, კირკიტშვილი, კოდილაშვილი, კოტაშვილი, კოშაიძე, კოჭლამაზაშვილი, ლათიბაშვილი, ლამაზაშვილი, ლაპიაშვილი, ლოლაშვილი, ლომაშვილი, ლომიძე, მათეშვილი, მამუკელაშვილი, მანგოშვილი, მარტაშვილი, მაჩაბლიშვილი, მაძღარაშვილი, მენთეშაშვილი, მერაბიშვილი, მესტიაშვილი, მოსულიშვილი, ნათაძე, ნამკეკაშვილი, ნანობაშვილი, ნარინდოშვილი, ნასრაშვილი, ნატროშვილი, ოზბეთელაშვილი, ოთარაშვილი, ოღიაშვილი, პავლიაშვილი, პატატიშვილი, პოპიაშვილი, რუდენკო, სეფიაშვილი, სეხნიაშვილი, სიზონოვი, სლესარჩუკოვი, ტალიაშვილი, ტეტულოშვილი, ტოკლიკიშვილი, უთრუთაშვილი, ფათალიშვილი, ფაციაშვილი, ფიროსმანაშვილი, ფოცხვერაშვილი, ქადალიძე, ყორიაშვილი, შათირიშვილი, შანშიაშვილი, შიუკაშვილი, ჩალაბაშვილი, ჩიბუხაშვილი, ჩომახიშვილი, ჩუთლაშვილი, ჩუხტიაშვილი, ცაბუტიშვილი, ცხვარიაშვილი, ცხვედიაშვილი, ძმანაშვილი, ძნელაშვილი, წეწიაძე, ჭიაბრიშვილი, ჭრელაშვილი, ხაჩიშვილი, ხარებაშვილი, ხეცოიძე, ხიზანიშვილი, ხურმაშვილი, ხუციშვილი, ჯაგაშვილი, ჯავახიშვილი, ჯამალაშვილი, ჯამიშვილი, ჯანიკაშვილი, ჯაღაშვილი, ჯინაშვილი...

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9