ია ივ ილ ინ იო ირ იუ
იორ

იორი

მდინარე აღმ. საქართველოსა და აზერბაიჯანში. სათავე აქვს კავკასიონის ქედის სამხრ. კალთაზე, მწვ. ბორბალოსთან. მდ. იორი მიედინება თიანეთის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, უერთდება მინგეჩაურის წყალსაცავს. ძველ ქართულ წყაროებში იორს „მცირე ალაზანსაც“ უწოდებენ. სიგრძე 320 კმ. დედოფ-ს მუნიც-ს კვეთს დასავლეთ ნაწილში. სიღნაღის მუნიც-ის ფარგლებში იორის სიგრძეა 28 კმ. მდ-იორის მარცხენა შენაკადებია: საგომა, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი; მარჯვენა: ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა და სხვა. იორის მთავარი შენაკადებია: ალანდრისხევი და მათაგალონი. ეს უკანასკნელი გადის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ივრის წყლით არის შექმნილი თბილისის წყალსაცავი („თბილისის ზღვა“). მდ. იორს სტრაბონი „კამბისად“ იხსენიებს. კამბისენის მიხედვით. მდ. იორი კვეთს ივრის ზეგანს სამხრეთ ნაწ-ში და ყოფს მას 2 ნაწილად.
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9