კა კვ კი კლ კო კრ კუ
კავ კაი კაკ კალ კამ კარ კას კატ კახ

კამბეჩოვანი

ახლანდელი ქიზიყი. ლეონტი მროველით, კამბეჩან-ი (ქართლ. ცხოვრ., 1,45), ვახუშტით, კამბეჩოვანი.

„– //კამბისინე (სტრაბონთან, ძვ. წ. I ს.). კამბეჩოვანი უწოდეს „კანბეჩთა სიმრავლისთვის“ (ვახუშტი). კამეჩ=კამბეჩ. კამბეჩოვანი ქიზიყის სახელწოდებაა ანტიკურ ხანაში. თუმცა კამბეჩოვანი მოიცავდა უფრო დიდ ტერიტორიასო, ვიდრე ქიზიყი. კამბეჩოვანის მთავარი ქალაქი იყო ხორნაბუჯი მე-14 ს-მდე, რადგან ამ დროიდან ხორნაბუჯი მხოლოდ ციხესიმაგრეა და არა ციხექალაქი კამბეჩოვანზე გამავალ გზას საერთაშორისო დანიშნულება ჰქონია, რასაც ადასტურებს 1977 წ. დედოფლისწყაროს მახლობლად აღმოჩენილი მე-7 ს-ის სასანურ-ბიზანტიური მონეტები“. –ქ. გ. კარაპეტას ნაკვეთი – სახნავი სოფლის თავზე, კატიას ხევთან (საბათლო).

Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9